„ირმა ჩემი მეგობარია…“ – უერთდება თუ არა თემურ თათარაშვილი პატრიოტთა ალიანსს

მას შემდეგ, რაც მომღერალი თემურ თათარაშვილი ღიად გამოხატავს ირმა ინაშვილის მიმართ მხარდაჭერას, ჩნდება კითხვა – მიდის თუ არა თათარაშვილი პოლიტიკაში?

 

პრაიმტაიმმა მომღერალს სწორედ ამ კითხვით მიმართა. თემურ თათარაშვილი ამბობს, რომ ის სცენიდან პოლიტიკაში გადანაცვლებას არ აპირებს.

ამბობს, რომ ირმა ინაშვილის მეგობარი და მხარდამჭერია. მომღერალი გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაციას – „პატრიოტთა ალიანსის” რუსეთთან მჭიდრო კავშირების შესახებ.

„სისულელე არის ვინც ფიქრობს, რომ მე პოლიტიკაში უნდა წავიდე. ისე არ დავცემულვარ, რომ პოლიტიკაში წავიდე, ეს ჩემი საქმე არ არის, მომღერალი ვარ.

ირმა ინაშვილი ჩემი მეგობარია და გვერდში ვუდგავარ. ვარ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი, მეც და მთელი ჩემი ოჯახიც.

ვფიქრობ, რომ ჭორია, თითოს პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან იმართება. რუსეთიდან მართულები ვინც არიან, ყველამ კარგად იცის…

დარწმუნებული ვარ, არასოდეს დამტკიცდება, რომ ეს პარტია რუსეთის მართულია.” – ამბობს თემურ თათარაშვილი.  

“პრაიმტაიმი”