ხვალიდან დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები სრულად მოიხსნება

ხვალიდან საკრანტინო შეზღუდვები სრულად მოიხსნება დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში. მანამდე სვანეთის ყველა ჩაკეტილი სოფელი 21 აგვისტოს გაიხსნა. მესტიასა და ლენჯერში კი ერთიანი გამშვები პუნქტი დარჩა, რომელსაც სამართალდამცველები აკონტროლებენ.

ამასთან, 21 აგვისტოდან ლენჯერისა და მესტიის ერთიანი ჩაკეტილი სივრცე ჩამოყალიბდა, რომლის შიგნითაც გადაადგილებაზე შეზღუდვა არ დაწესებულა. ადგილზე მას შემდეგ ინფექციონისტები მუშაობენ და მოსახლეობას ვირუსზე ინტენსიურად ამოწმებენ.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე განმარტავს, მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს სრულად ექვემდებარება. ცნობისთვის, სვანეთში კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა მხოლოდ ლენჯერისა და მესტიის თემებში გამოვლინდა. სწორედ ამიტომ შეზღუდვები სვანეთში 10 აგვისტოდან დაწესდა.

 

“იმედინიუსი”