„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა ღალატი, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით ოკუპაცია გაუფორმა რუსეთის ფედერაციას.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს და შემდეგ ჩაიდინა ნამდვილი ღალატი, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით ოკუპაცია გაუფორმა რუსეთის ფედერაციას. ეს სხვა არაფერია, თუ არა ღალატი და ბუნებრივია, ბოლოს ეს არ შეგრჩება. არ შერჩება ეს მიხეილ სააკაშვილს და მართლმსაჯულება მის მიმართ აუცილებლად აღსრულდება. ის აღიარებული კრიმინალია და ეს აღიარებულია როგორც ქართული მართლმსაჯულების, ასევე სტრასბურგის სასამართლოს მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

“იმედინიუსი’