საშემოდგომო სესიის გახსნა დღეს პლენარული სხდომით იგეგმება. სხდომის დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე შეთანხმდა.
იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, პარლამენტი საქმიანობის გაგრძელებას ვადების დაცვით გეგმავს. ამ მიზნით, პლენარული სხდომების გამართვა ორი კვირის ფარგლებში იგეგმება.
საპარლამენტო კომიტეტები საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აპირებენ, რადგან პირველ ოქტომბერს პარლამენტს მთავრობამ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს, რომელსაც წესისამებრ, საკანონმდებლო ორგანო დეკემბრის მესამე პარასკევამდე ამტკიცებს.
“იმედინიუსი”