ქართული ეკონომიკა კვლავ მინუსებშია

შვიდი თვის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის ვარდნამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა.

  საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპები, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, კლებას განაგრძობს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.

ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)5,5%-ით შემცირდა. შედარებისთვის: ივლისის ვარდნის მაჩევნებელმა შეადგინა 7,7%, მაისის 13,5%, ხოლო აპრილის – 16,6%.

ამასთან, ივლისში კლების ტენდენცია დაფიქსირდა ეკონომიკის პრაქტიკულად  ყველა სფეროში, თუმცა, ნელი ტემპებით. ზრდა კი დაფიქსირდა  სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში.

შვიდი თვის მანძილზე ეკონომიკის ვარდნამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა.

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზზე მაღალია, რომელიც 4,5%-ს შეადგენდა.

ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას აზრით, გამოქვეყნებული ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს განწყობას, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა.

„ჩვენი ეკონომიკა პრაქტიკულად გაჯანსაღდა და სამჯერ გაუმჯობესდა, რაც ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ მომავალ წელს, როგორც ჩავიფიქრეთ, ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა გვექნება“, – განაცხადა თურნავამ ჟურანლისტებთან.

მისი თქმით, პირველ რიგში,  დადებით მაჩვენებლებს გვაძლევს მოპოვებითი ინდუსტრია, რომელიც პანდემიის დროს ყველაზე რულ პერიოდშიც არ გაჩერებულა. გარდა ამისა, ივლისში პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება გადამამუშავებელ მრეწველობაშიც.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიკრიზისული ზომები საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მომავალ წელს ძალიან კარგ, მყარ ეკონომიკურ ზრდას.

წლის შედეგებით რამდენით შემცირდება ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული ოფიციალური პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა 5%-ს მიაღწევს.

მიმდინარე წელს უარყოფით ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, თუმცა, ამავე დროს იმედს გამოთქვამენ, რომ 2021 წელს საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით,  საქართველოში 2020 წელს მშპ 5,5%-ით შემცირდება, თუმცა უკვე 2021 წელს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში (სსფ) ვარაუდობენ, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ვარდნა –4%-მდე იქნება, ხოლო ინფლაცია 4,6%-ს შეადგენს. თუმცა, სსფ-ის პროგნოზები 2021 წელთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურია. ფონდის შეფასებით, უკვე 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 3%-ით, ხოლო ინფლაცია 3,7%-მდე შემცირდება.

საერთაშორისო რეიტინგული სააგენტო S&P Global Ratings-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდება. ამასთან, მშპ 2019 წლის დონეს მხოლოდ 2022 წელ მიაღწევს.

თუმცა, სხვა საერთაშორისო რეიტინგული სააგენტო Fitch Ratings 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის შემცირებას 4,8%-ით ვარაუდობს, ხოლო 2021 წელს კი ქვეყნის მშპ-ის ზრდას 4,5%-იან დონეზე  ელოდება.

“სპუტნიკი”