ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 1243 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5828, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 232 პაციენტია.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 23-ით გაიზარდა და 1510-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 1243 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5828, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 232 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
“სპუტნიკი”