ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
დღეს , 1 სექტემბერს, ძალაში შევიდა “ბავშვის უფლებათა კოდექსი”, რომელმაც სპეციალური ნორმებით გააძლიერა “სოციალური მუშაობის შესახებ” კანონის ის დებულებები, რომლითაც რეგულირდება ბავშვის მშობლისგან გაცალკევების მექანიზმი. თუ, აქამდე , სოცმუშაკის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ხდებოდა გაცალკევება, ახლა ეს მოქმედება სასამართლო განჩინების ძალით კანონდება და სწორედ აქ არის იუვენალური ფაშიზმის ძაღლის თავი დამარხული, რადგან ოფიციოზი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ სოცმუშაკთა ერთპიროვნული თვითნებობა ჩანაცვლდება სასამართლო აქტის დემოკრატიულობით..სინამდვილეში კი ,ნახეთ რასთან გვაქვს საქმე : სოცმუშაკის მიერ, ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებას, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე( რაც გულისხმობს მხარეთა მონაწილეობის გარეშე პროცესის ჩატარებას მოსამართლის მიერ) განიხილავს 24 საათის განმავლობაში(!) და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ბოლშევიკური “ტროიკის” მსგავსად(26 ე მუხლი, ბავშთა უფლებების კოდექსი). (!) უფრო გასაგები რომ იყოს, თუ რაოდენ ძლიერი დისკრიმინაციის ქვეშ ექცევა პოტენციური ოჯახი, საიდანაც ბავშვის გაცალკევება უნდა მოხდეს, განვმარტავ, რომ სოც მუშაკის მიერ თვეობით ნაგროვები ფაქტობრივი დოკუმენტური მასალა, რომელიც სასამართლომ უნდა განიხილოს, რჩება უპასუხოდ ოჯახის მხრიდან, დროის უკიდურესი სიმცირის გამო და ნებისმიერი საარქივო დოკუმენტისა თუ რეესტრიდან გამოსათხოვი დოკუმენტის წარმოდგენა მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი, პრაქტიკულად კი განუხორციელებელი რჩება,მით უფრო, სამუშაო საათების გათვალისწინებით , მხოლოდ ერთი დღე ეძლევა ოჯახს კონტრზომების მისაღებად, რაც არის კლასიკური ნიმუში სახელმწიფოს მხრიდან ოჯახის დისკრიმინაციისა სოციალური ნიშნით და ამ საკითხზე აუცილებლად მოუწევს მსჯელობა საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოს, გპირდებით!!!
რაც შეეხება გადაუდებელი აუცილებლობით ნაკარნახევ შემთხვევებს, როდესაც გაცალკევების მიზეზი არა მძიმე სოციალური ფონი, არამედ ძალადობაა( თერჯოლის ტრაგიკული შემზთხვევა , მაგალიათად) , ეს არის ისეთი შემთხვევები, რომელიც პირდაპირ კავშირშია დანაშაულთან და რაც თავის მხრივ კრიმინალური პოლიციის მონაწილეობის გარეშე ვერ გადაწყდება და შესაბამისად ,სოციალური მუშაკის მოქმედება სამართალდამცავი ორგანოების და მათზე ზედამხედველი პროკურატურის საქმისწარმოებიდან გამომდინარეობს და არა საკუთარი აქტივობებიდან, როგორადაც სურდათ ზოგიერთებს ფუტკარაძეების და შარაშენიძეების საქმეების დაკავშირება თერჯოლის ტრაგედიასთან!
და ბოლოს, იმასაც ვიტყვი, რომ მშობლის უფლების შეზღუდვა არის ისეთი საპროცესო იძულების ფორმა, რომელიც მხოლოდ ზეპირი მოსმენით, სასამართლო ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით შეიძლება წარმოებდეს და მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სრული უფლება, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოში დაიცვას თავი სოცმუშაკთა აღვირახსნილი თვითნებობისგან, მტკიცებულებათა სრული და ობიექტური წარმოდგენისა და მათი სასამართლო გამოკვლევის გზით! ეს იქნებოდა სამართლიანი არჩევანი კანონმდებლისთვის, რომელიც დღეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად უუფლებო ადეპტია!!!!