ცხინვალში ასობით დემონსტრანტმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადა

ოკუპირებულ ცხინვალში, ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას სამართალდამცველების დამატებითი ძალები იცავენ.

 

გამოცემა ekhokavkaza-ს ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში ასობით დემონსტრანტმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადა.

გამოცემის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ შეიკრიბა. დემონსტრანტები დამნაშავეების დასჯასა და ე.წ. გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ.

გამოცემა წერს, რომ მომიტინგეთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადადგომასაც ითხოვს.

28 აგვისტოს ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა ე.წ. შს მინისტრზე თავდასხმის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული ინალ ჯაბაევი, რასაც ოკუპირებულ რეგიონში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

“იმედი”