აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “დემოკრატ” მეტოქეს, ჯო ბაიდენს, დებატების წინ ნარკოტესტის გავლას სთავაზობს.
ტრამპმა გამოცემა Washington Examiner-ს განუცხადა, რომ მან „დემოკრტიული პარტიის“ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობისას ბაიდენს „მოულოდნელი გაუმჯობესება“ შენიშნა.
დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი 3 ნოემბრის არჩევნებამდე ტელედებატებში სამჯერ დაუპირისპირდებიან ერთმნეთს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ნარკოტესტის გავლა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამართული ბოლო ტელედებატების წინ მაშინდელ მეტოქეს, ჰილარი კლინტონსაც მოსთხოვა.
წყარო: itv.ge