კუბა ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდაჭერას უცხადებს, როგორც ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტს

კუბის ხელისუფლება ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდაჭერას უცხადებს, როგორც ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტს. ამის შესახებ კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგესმა განაცხადა.

 

„კუბა მხარს უჭერს ალექსანდრე ლუკაშენკოს, როგორც ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტს და მტკიცედ გმობს ძმური ერის შიდა საქმეებში ჩარევას“, – განაცხადა კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“. მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.

“იმედი”