მადურო: „ტრამპმა ჩემი მოკვლა გადაწყვიტა და გეგმა აამოქმედა, ჯილდოდ, 15 მილიონი დოლარი დააწესა

ვენესუელას დე ფაქტო პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი ლიკვიდაციის გეგმა დაამტკიცა და აამოქმედა.

 

„აშშ-მ ჯილდოდ 15 მილიონი დოლარი დააწესა. დონალდ ტრამპმა ჩემი მოკვლა გადაწყვიტა და გეგმა აამოქმედა. არ ვაჭარბებ. ახლა ჩემს მოსაკლავად ვენესუელაში სნაიპერების ჯგუფის დაქირავებას ცდილობენ. დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ასე, მას ეთიკა არ გააჩნია“, – აღნიშნა მადურომ.

26 მარტს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ვენესუელის ე.წ. პრეზიდენტს ნიკოლას მადურო და ქვეყნის სხვა მაღალი თანამდებობის პირები ნარკოტერორიზმში დაადანაშაულა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მადუროს დაკავებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდო დააწესა.

“აიპიენი”