“ნაცმოძრაობის” მიერ შემოტანილ უკონტროლო სუროგაციაზე, რომელიც ტრეფიკინგის წყარო იყო, შემოვიღეთ პირობები

“რვა წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემოტანილ აბსოლუტურად რეგულაციების გარეშე სუროგაციას, რომელიც ტრეფიკინგის ღია წყარო იყო შეუქმენით გარკვეული პირობები, რათა ჩვენი შვილებით ვაჭრობა საქართველოში იყოს შეუძლებელი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა სუროგაციის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, როგორც არ იყო მარტოხელა მშობლისთვის სუროგაცია დაშვებული 2012 წლის აპრილში, ისე არ არის ეს დღეს.

„როდესაც 2012 წლის გაზაფხულზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ქვეყანაში შემოიტანა სუროგაციის ინსტიტუტი, მაშინვე იმ პერიოდიდანვე არ იყო დაშვებული ერთი ადამიანის მიერ სუროგაციის პროცესი, მარტოხელა მშობლის მიერ.

შესაბამისად, დღეს აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სუროგაცია რომ შემოიტანა საქართველოში, მარტოხელა მშობელს არ მისცა სუროგაციის უფლება ვფიქრობ, არის დაგვიანებული მინიმუმ რვა წლით. როგორც არ იყო მარტოხელა მშობლისთვის სუროგაცია 2012 წლის აპრილში შესაძლებელი, ისე არ არის ეს დღეს. უფრო მეტიც, რვა წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემოტანილ აბსოლუტურად რეგულაციების გარეშე სუროგაციას, რომელიც ტრეფიკინგის ღია წყარო იყო შეუქმენით გარკვეული პირობები, რათა ჩვენი შვილებით ვაჭრობა საქართველოში იყოს შეუძლებელი“, – განაცახდა წულუკიანმა.

 

“აიპრესი”