პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს ცვლილებებს, რომელიც შშმ პირთა უფლებების საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლს ეხება

პარლამენტის სესიაზე დღეს მესამე მოსმენით განიხილავენ ცვლილებებს პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც შშმ პირთა უფლებების საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლს ეხება.

კანონპროექტით გათვალისწინებულია მთავრობის ვალდებულება, პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე.

იმავე კანონპროექტში მითითებულია პარლამენტის მიერ აღნიშნული ანგარიშის განხილვის თაობაზე. ამდენად, საჭიროა შესაბამისი ცვლილების განხორციელება პარლამენტის რეგლამენტში, რათა გაჩნდეს დასახელებული ანგარიშის განხილვის სამართლებრივი საფუძველი და გაიწეროს შესაბამისი პროცედურები.

“იმედინიუსი”