ძალიან ხშირად საშიში ვირუსი, რომელმაც ნახევარ წელზე მეტია პლანეტა შეარყია, შეიძლება მწვავე რესპირატორულ დაავადებაში აგვერიოს.
კორონავირუსის ახალი ინფექცია ჩვეულებრივი გრიპისგან განსხვავდება და გამოცდილ ექიმს მათი გარჩევა შეუძლია, თუმცა, ამ დაავადებებს მრავალი მსგავსი სიმპტომები აქვთ და საკვანძო მაჩვენებელი მხოლოდ ტესტია, განაცხადა РИА Новости–თან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ვირუსოლოგმა ანატოლი ალტშტეინმა.
„დიახ, ისინი განსხვავდებიან და გამოცდილი ექიმი მათ გაარჩევს. კორონავირუსის ინფექციის დროს, შემთხვევების საკმაოდ მაღალ მაჩვენებელში, სუნის, გემოს შეგრძნება იკარგება. თუმცა, არსებობს ბევრი მსგავსი სიმპტომები, ამიტომაც აქ სიფრთხილეა საჭირო“, – განაცხადა ალტშტეინმა.
ექიმის თქმით, რენტგენოლოგებს კორონავირუსის გრიპისგან გარჩევა ფილტვებში დაფიქსირებული ცვლილებებისას შეუძლიათ. „თუმცა, ყოველთვის 100%–ით არა. მთლიანობაში შეიძლება განასხვავო და ასევე აგერიოს კიდეც“, აღნიშნა მან.
ექსპერტის აზრით, მოცემულ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ორგანიზმში კორონავირისის არსებობაზე ტესტის ჩატარება. ალტშტეინის ვარაუდით, ექიმი ამ სიმპტომის მქონე პაციენტს პირველად მწვავე რესპირატორული დაავადების დიაგნოზს დაუსვამს და შემდგომ ეტაპზე კი გამოიკვლევს.
“სპუტნიკი”