სერგეი ლავროვი: ბელარუსში, უკრაინაში გაწვრთნილი 200 ექსტრემისტი იმყოფება, უკრაინა-  უარყოფს

ბელარუსის ტერიტორიაზე უკრაინაში გაწვრთნილი 200 ექსტრემისტი იმყოფება, – რუსული მედიის ინფორმაციით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ექსტრემისტების მიზანი ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციაა.

ლავროვის განცხადებას ოფიციალური კიევი გამოეხმაურა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა ბელარუსის წინააღმდეგ დივერსიულ ქმედებებს არასდროს ჩაიდენს.

„უკრაინას არ ჩაუდენია, არ ახორციელებს და არც განახორციელებს დივერსიულ საქმიანობას ბელარუსის წინააღმდეგ”, – აღნიშნა კულებამ.

“აიპიენი”