პარლამენტში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ

პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით, მეორე-მესამე მოსმენით განიხილავს ცვლილებებს, რომლებიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შედის.

ცვლილებების თანახმად, აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. მსგავსი ქმედებები ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

კანონმდებლებმა ცვლილებები პირველი მოსმენით 2 სექტემბერს მიიღეს. მას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

“იმედინიუსი”