აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაბა ქედაში მანქანა 60 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას დედა-შვილი დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალი სიმძიმისაა.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს
წყარო: itv.ge