ამერიკელებმა ნავალნი “ჩრდილოეთის ნაკად 2-ს” მსხვერპლად შესწირეს , ყველაფერი ამაზე მიანიშნებს- რევაზ კილასონია

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

ნავალნის მოწამვლაზე ვწერდი, რომ ეს უფრო დასავლურ სპეცსამსახურებს აწყობსთქო, ვიდრე რუსებს თქო.

ა ბატონო, გუშინ თვით გერმანიის კანცლერმა სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ამ თემას და განაცხადა, რომ ნავალნი მოწამლულია ნივთიერება “ნოვიჩოკით”. ამ ნივთიერების რუსული დასახელებაც კი, უკვე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნავალნი “რუსებმა მოწამლეს”. მთავარია შეიქმნას ასეთი შთაბეჭიდილება გლობალურ დონეზე.

დღეს კი, გერმანიის პარლამენტის ერთერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, კატეგორიულად მოითხოვა ბალტიის ზღვაში გამავალი ნავთობსადენ- “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” მშენებლობის საბოლოო შეჩერება.

ჰოი საოცრებავ და ამერიკელები მზად იყვნენ თვით გერმანიას დაპირისპირებოდნენ, ოღონდ ეს ნავთობსადენი არ აშენებულიყო. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს საუბარი, ამერიკის ჩარევაზე გერმანიის შიდა საქმეებში. ამის ფონზე ამერიკამ “დასაჯა” გერმანია და 12000 ჯარისკაცი გერმანიიდან სხვა ქვეყნების ბაზებში განათავსა.

ახლა კი, ნავალნის მოწამვლით ყველაფერი ლოგიკაში ჩაჯდა- ამერიკელებმა ის უბრალოდ მსხვერპლად შესწირეს “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს” მშენებლობას.

ფაქტიურად, ამერიკელები ამ “მსხვერპლშეწირვით” 2 კურდღელს კლავენ:
1) რუსეთი, როგორც მოძალადე რეჟიმი, ისევ მსოფლიო მედიის დღისწესრიგში დგას,
2) ნავთობსადენის მშენებლობაც შეიძლება საბოლოოდ გაიყინოს, რაც ამერიკის ნაციონალურ ინტერესებშია- გააკონტროლონ ევროპის ენერგორესურსები/ნაკადები.

პ.ს. მე წინასწარმეტყველი არ ვარ, უბრალოდ ლოგიკა მიყვარს.

წყარო