აჭარაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, მათგან 9, ე.წ საკონდიტრო “დონას” კლასტრეს უკავშირდება.
“გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 9 ე.წ “დონას” კლასტერს უკავშირდება. ერთი გახლავთ უკვე დადასტურებული მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრი, 2 წინა დღეებში დადასტურებულის ასევე ოჯახის წევრი, ერთი საკარანტინო სივრციდან. ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 38 პაციენტი გადის.
საქართველოს ბანკის თანამშრომელი გახლავთ ასევე ინფიცირებული, ეს გადამოწმებული ინფორმაციაა, დანარჩენ თანამშრომლების კვლევა კი დაწყებულია,” – აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე.
“რუსთავი2′