აჭარაში მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

წინასწარი ინფორმაციით,  სოფლის გზაზე მოძრავი ავტომანქანა მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა,  ორი კი დაშავდა.

შუახევის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ორი შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებთან მომხდარ ატოსაგზაო შემთხვეასთან დაკავშირებით და  სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. გარდაცვლილთა შორის ორი პირი შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით,  სოფლის გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში, დაახლოებით, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა,  ორი კი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა დაშავებულები  უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს, რის შემდეგაც „სასწრაფოდახმარების“ ბრიგადებმა ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაშ.

2020 წლის პირველ ნახევარში  საქართველოში 2 270 ავარია მოხდა, რომელიც მძიმე შედეგებით დასრულდა – დაიღუპა 203 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი. აღნიშნულ პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავდა 2 982 ადამიანი, მათ შორის 245 – ბავშვი.

“სპუტნიკი”