გვიან ღამით, გლდანში, ცხრასართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებლი ფართის ნაწილი დაიწვა.
აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, სახლში შემთხვევის დროს არავინ იმყოფებოდა. კორპუსიდან ხალხი მალევე გამოიყვანეს და ხანძრის ლოკალიზებაც მოხდა. რამ გამოიწვია საცხოვრებელ ბინაში აფეთქება, ჯერჯერობით უცნობია.
“იმედინიუსი”