კომპანია „მაგთი“ აბონენტებისათვის საგანგებო განცხადებას ავრცელებს

კომპანია „მაგთი“ აბონენტებისათვის საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, აბონენტების ნომრებზე დილიდან ეთიოპიიდან განხორციელებული ზარები ფიქსირდება, რომელზე გადარეკვის შემთხვევაშიც ანგარიშიდან თანხა ჩამოგეჭრებათ.

„დილიდან ფიქსირდება გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, ძირითადად ეთიოპიიდან, რომელთა საწყისი კოდია: 002519

ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშორისო მიმართულებისაა და გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა.

ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ“, – წერია კომპანიის განცხადებაში.

 

“იმედინიუსი”