კუბო სამმა კაცმა გაიტანეთო, სწავლა ონლაინო, მესტია დაკეტეთო, ფრენა ხიხიააო და 400 ექიმი ერთად ხსნილია

ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ანუ, ნახეთ რა ხდება

მეექვსე თვე რომ ხელის ჩამორთმევას გვიშლის, ის სასტავი წავიდა ზღვაზე საგრიალოდ.

ბევრნი არა, სულ რაღაც 400 ადამიანი.მოიყარეს თავი ერთ სივრცეში, ქე რომ მე ცოლი უკანა სკამზე უნდა მყოლოდა მანქანაში, რომ მიკიჟინებდნენ, ე ისინი, 400 ერთად და იქნა ლხინი და ქუდის ჭერში კვრა!

კუბო სამმა კაცმა გაიტანეთო, ტაქსისტს გვერდით არ დაუჯდეთო, სწავლა ონლაინო, მესტია დაკეტეთო, ფრენა ხიხიააო და 400 ექიმი ერთად ხსნილია.

მინისტრი რაცხა გყავთ კი ვხედავთ, მაგრამ თქვენ მაინც არ გიტყდებათ, რომ დაირაზმეთ და წახვედით? ან რა ნამუსით უნდა ამიკრძალო რამე, ან აქამდე რა ნამუსით მიკრძალავდით?! ან ძაან ბრიყვები ხართ, ან ძაან აფირისტები. ან, რაც უფრო სავარაუდოა – ჩვენ ვართ ლენჩები, თქვენს ტრაკის ქეიფზე რომ დავდივართ!”-წერს პაიკიძე.