ლუკაშენკო უნდა დავარწმუნოთ, რომ არსებულ გარემოებაში არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი იყოს- აშშ-ის ელჩი ეუთოში 

ლუკაშენკო უნდა დავარწმუნოთ, რომ არსებულ გარემოებებში არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში ჯეიმს გილმორმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„ის ფიქრობს, რომ გაყალბებული არჩევნები, რომელსაც სასტიკი ჩახშობა მოჰყვა, საკმარისად კარგია“ , – აღნიშნა ჯეიმს გილმორმა. მისივე თქმით, „უკიდურესად შეშფოთებულია ავტორიტარული ლიდერის მხარდაჭერის მიზნით“ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის ჩარევის პერსპექტივა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო ტალღა არ ცხრება. დემონსტრანტები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობენ, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას, ხელახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრებისა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გაათავისუფლებას მოითხოვენ.

“აიპიენი”