თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა კოვიდით ინფიცირებულების მკურნალობის მეთოდზე.
როგორც ინფექციონისტმაგანმარტა, საქართველო მონაწილეობას ახალ კვლევაში, რომელსაც სოლიდარობა ჰქვია.
„ამ კვლევაში ექვსი მედიკამენტი შეისწავლება, რომელიც იქნება ყველაზე იმედისმომცემი. ერთ-ერთი არის რემდესივირი, რომელზეც თავდაპირველად არ იყო დადებითი განწყობა, მაგრამ შემდეგ შეიცვალა დამოკიდებულება და უკვე მისი მოხმარების რეკომენდაცია გასცა ამერიკის წამლის სააგენტომ.
თუ ის ადრე მხოლოდ მძიმე პაციენტებში გამოიყენებდნენ, ახლა ყველა პაციენტისთვისაა დასაშვები.
შექმნილია კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლოზური ანტისხეულები.- ეს არ არის აქამდე ცნობილი წამალი. ეს არის ანტისხეული ვირუსის საწინააღმდეგოდ.
“ეს იმდენად ახალი მედიკამენტია, რომ ყველას არ ანდობენ და ამიტომ მინდა სასიამოვნო ინფორმაცია გავაჟღერო, პირადად ენტონი ფაუჩის რეკომენდაციით, საქართველო ამ კვლევაში მონაწილეობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
“პრაიმტაიმი”