თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართება.
გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, წარდგენილი მტკიცებულებები მათ ბრალეულობას პირდაპირ ადასტურებს, შესაბამისად, ოჯახი იმედოვნებს, რომ სასამართლო ბრალდებულებს უმკაცრეს სასჯელს განუსაზღვრავს.
სასამართლო სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა.
გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ხუთი ადამიანია დაკავებული.
“ტვიმედი”