აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. გარდაცვლილია 70 წლის მამაკაცი, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა. მას სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: bfm.ge