აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამლვასთან დაკავშირებთ თეთრს სახლს ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ აქვს.
CNN-ის ცნობით, ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს საკითხი სერიოზულად უნდა შევისწავლოთ. თუ ეს დადასტურდა, ჩვენ აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაქცია. დანამდვილებით არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ეს დიდი ტრაგედიაა. ეს საშინელება არ უნდა მომხდარიყო. ჯერ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, მაგრამ მე შევისწავლი ამ საკითხს“, – განაცხადა ტრამპმა.
2 სექტემბერს გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანი მისი გაჩუმება იყო.