ევროკავშირი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინაღმდეგ პერსონალრი სანქციების დაწესებას არ აპირებს

ევროკავშირი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინაღმდეგ პერსონალრი სანქციების დაწესებას არ აპირებს. წერს Die Welt.

“სანქციების წინააღმდეგ უპირველესად გამოვიდა გერმანია, რომელსაც ასევე მხარი დაუჭირეს საფრანგეთმა და იტალიამ”, – განმარტავს გამოცემა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ქვეყნების ლიდერებს ამგვარად სურთ შეინარჩუნონ ღია არხები დიალოგისთვის.

ევროკავშირის ბევრი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ემხრობოდნენ და მოითხოვდნენ სანქციათა სიაში ლუკაშენკოს შეყვანას.

ევროპის ქვეყნების უმეტესობამ არ აღიარა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და გამოთქვა შეშფოთება საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენების გამო.

წყარო: ghn.ge