ცნობილ ირანელ მოჭიდავეს ნავიდ აფქარის ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობისთვის ირანის უზენაესმა სასამრთლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. განაჩენის აღსრულებამდე მას 74-ჯერ გაროზგავენ.
სპორტსმენი 2018 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. ნავადის დედა ამბობს, რომ მათ სახლში პოლიცია დილის 5 საათზე ყოველგვარი ორდერის გარეშე შეიჭრა და ნავიდი და მისი ძმა ვაჰიდი წაიყვანა. სამი თვის შემდეგ კი პოლიციელებმა მისი მესამე ვაჟი ჰაბიბიც დააკავეს.
ირანის უზენაესმა სასამართლომ ნავიდის 20 სხვადასხვა დანაშაულში დასდო ბრალი, მათ შორის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შეურაცხყოფის, უკანონო შეკრებებზე დასწრების, ასევე პოლიციის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის მიზნით კონსპირაციაში.
The Human Rights Activists News Agency იუწყებოდა, რომ ნავიდისგან იღებდა შეტყობინებებს, რომელშიც ის ამბობდა, რომ ყველა ჩვენება წარმოუდგენელი წამების ქვეშ მისცა.
ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, გამოძიების მსვლელობის დროს, სასამრთლომ სასტიკი განაჩენი გამოიტანა.
ნავიდის ძმები სასიკვდილო ვერდიქტს გადაურჩნენ. თუმცა მრავალწლიანი პატიმრობა მიესაჯათ. Iran Human Rights Monitor-ის ინფორმაციით, სასამართლომ ვაჰიდს 54, ჰაბიბს კი 27 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის გარდა ორივეს 74 როზგს დაარტყამენ. ასეთ გაროზგვას კი ყველა ვერ უძლებს.
განაჩენის გამოცხადებამდე სამივე ძმას აწამებდა ქალაქ შირაზის პოლიცია, რომელიც ცნობილია ჩვენების მიღების სასტიკი მეთოდებით. ვაჰიდი წამების შედეგად იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ სამჯერ სცადა თავის მოკვლა.
სასიკვდილო განაჩენის აღსრულების დრო უცნობია.
წყარო: itv.ge