ფეისბუქმომხმარებელი ლევან ადეიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
@ ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი
8 სექტემბერს საარჩევნო სიის პრეზენტაციას აპირებთ
ისე დალაგდა თქვენ ისტორიული შანსი გეძლევათ
ამ ორ დომინანტს მახინჯ ძალას სერიოზული ჩაჩოჩება მოუწყოთ
დააკვირდით რა რეაქცია აქვს ხალხს საარჩევნო სიის სუბიექტებზე
რაც არ უნდა კარგი პროგრამა წარმოადგინოთ რაც არ უნდა კარგი ეთერები გქონდეთ
სია არის რენტგენი!!!
გაფუჭებული ინგრედიენტებით კარგი კერძი ვერ და არ გაკეთდება!!
კიდე კარგად გადახედეთ სიას!!
მოეშვით ბიძოსთან დალაგებებს და ყურის გდებას ! არ შეხვიდეთ ამ მახინჯ პარადიგმაში სადაც ფული უცხო ძალები და ბილწებთან შეთამხმებებია პოლიტიკაში პოზიციონირების მთავარი რესურსი!
თქვენი რესურსი დღეს ხალხია! აქ უნდა მოახერხოთ ძალის მოკრეფა! მეტროპოლიის კეთილგანწყობის ობიექტი არ და ვერ გახდებით !
რადგან კონსერვატორული ფასეულობები რასაც თქვენ აწვებით ჯერ არაა დომინანტი მსოფლიოში!
არავინ მოგეხმარებათ ხალხზე უკეთ!
თორემ მხოლოდ სატელიტი პარტიის ბედი გემუქრებათ!! არანაირი მეტი პერსპექტივით
შემდეგ საპარლამენტო წლებში რომელიც დიდი ალბათობით კოალიციების იქნება ივანიშვილთან თქვენი აქამდე ფარული კომუნიკაცია და ლოჯისტიკა აღარ დაიმალება
აღარ გამოგივათ დისტანცირება ოცნების შეცდომებიდან!
დღევანდელი კვერცხისათვის ნუ იტყვით უარს ხვალინდელ პერსპექტივაზე
დანარჩენს სიის მერე მოგახსენებთ!
იმედია მიხვდებით ჩემი კრიტიკა ბარეორისაგან ქებას რომ ჯობია!