„ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებებზე დასავლეთის ქვეყნების სპეციალისტები წლების განმავლობაში მუშაობდნენ- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებაში განაცხადეს, რომ დასავლეთის ქვეყნების სპეციალისტები „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთირებებზე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ნოვიჩოკი“ რუსეთში შეიმუშავეს, თუმცა ამ ჯგუფის ნივთიერებებით ბევრი დასავლური სახელმწიფო და ნატოს სპეციალიზებული სტრუქტურის სპეციალისტი მუშაობს.

„აშშ-ში კი, მათ საბრძოლო გამოყენებაზე მომუშავეებმა ოფიციალურად 150 პატენტზე მეტი მიიღეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. 22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. 2 სექტემბერს კი გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ოპოზიციონერი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.

“იმედი”