ექსპერტი კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში, შოთა აფხაიძე, სოციალურ ქსელში ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
“ძაღლი შინ არ ვარგოდა , სანადიროდ გარბოდა ”
ეს ანდაზა ზეგდამოჭრილია ქართულ ისტორიულ და უფრო თანამედროვე პოლიტიკურ რეალობაზე . ბელორუსში მიმდინარე დაძაბულმა პოლიტიკურმა ვითარებამ , კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ნათლად დაგვანახა , თუ რა იდეოლოგიური და მენტალური პრობლემის წინაშე დგას ქართული საზოგადოება . აშკარაა რომ ისედაც ინფანტილური ეთნოფსიქოლოგიის მატარებელი ქართველი ერი , დღეს საერთოდ ირაციონალური აზროვნების პარადიგმაში თვითიზოლაციაში მოექცა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ” ნაცარქექიას კლასტერად ” .
ჩვენ სამწუხაროდ ვერ გავცდიდ მითოლოგიურ კონტექსტ , დღემდე ვცხოვრობთ და ვიკვებებით ეპოსით . 1989 წელს სამტრედიაში ზვიად ძიძიგურმა რკინიგზა გადაკეტა , რითაც საბჭოთა კავშირი ” ბლოკადაში ” მოაქცია , მაშინ ეროვნული ლიდერების თაოსნობით მთელმა ერმა ” უდიდესი ზარალი ” მიაყენეს კრემლს და ფაქტიურად ჩამოშალეს საბჭოთა იმპერია . ჩვენ დღემდე ვცხოვრობ და ვიკვებებით ამ
ილუზიებით და პარალელურ სამყაროში ვარსებობთ , დემდე გვჯერა რომ ჩვენ დავანგრიეთ საბჭოთა იმპერია , რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკა რეალურად სუვერენული , გადაჭიმული იყო სოჭიდან ზაქათალამდე , ასევე ისეც გვჯერა რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობამ თავისი ნებით გამოაცხადა დამოუკიდებლობა , ისეც გვჯერა რომ პირველი რესუბლიკის მთავრიბა გმირულად იცავდა საქართველოს სუვერენიტეს და ბრძოლაში დამარცხებულები იძულებულები გახდნენ საფრანგეთში გადახვეწილიყვნენ ქართულ ხაზინასთან ერთად .
ჩვენ ის საზოგადოება ვართ ვისაც დღემდე ვერ გაურკვევია ისტორიულად რა განსხვავებაა რუსეთის ფედერაციას და საბჭოთა კავშირს შორის , რა ეკონომიკურ და პილიტიკურ სახლმწიფოს ფორმაციასთან გვაქვს საქმე . თურმე რუსეთს დავუპყრივართ 1921 წლის 25 თებერვალს , თუმცაღა მაშინ რეალურად საბჭოთა წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ საქართველოში , რომლის შემადგენლობაც ინტერნაციონალური იყო , ხოლო არმიის ნაწილებს ქართველები ხელმძღვანელობდნენ . ჩვენ იმასაც ვერ ვაცნობიერებთ , რომ ბოლშევიკები ცარიელ ადგილას არ შემოჭრილან საქართველოში და მათ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა ჰქონდათ , ჩვენ უბრალოდ ჯიუტად არ გვინდა გავიგოთ , რომ საქათველოს მაშინდელი მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა ბოლშევიკებისადმი არ იყო ეფიმერული მოვლენა .
ჩვენ არც იმის აღიარება გვინდა , რომ ჩვენი 750 000 მეომარი , გმირი წინაპარი თავის სამშობლოს იცავდა მეორე მსოფლიო ომში და მათ ცხვრებივით არავინ მიერეკებოდათ ბრძოლის, როგორც ეხლანდელი მედასავლეთე ლიბერალური პროპგანდა ქადაგებს , რითაც სერიოზულ შეურაცყოფას ვაყენებთ მათ ხსოვნას .
ჩვენ არც იმის აღიარება გვინდა რომ მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურა , საბჭოთა ხალხის ლიდერი იოსებ სტალინი უდიდესი ქართველი იყო საქართველოს და მსოფლიოს ისტრიაში . ჯიუტად სირაქლემას პოზაში ვემალებით მის ნათელ ხსოვნას და ვცდილობთ დავაკნინოთ ის , რითაც პირველ რიგში საკუთარ თავს ვიგდებთ მასხრად .
ჩვენ ის ერი ვართ ვინც ლავრენტი ბერიას და სტალინს ტირანებს და ქართველი ერის მტრებს ვუწოდებთ . არადა ამ ორი პიროვნების დამსახურება იყო საქართველოს აკინძვა ერთ სახელმწიფოთ , მათ შეუძლებელი შეძლეს საბჭოთა რეალობაში და აფხაზეთის სსრ საქართველოს შემოუერთეს . ქვეყნის ტერიტორია გაწმინდეს პროთურქული ელემენტებისგან , რითაც წლების შემდეგ კიდე ერთი ეთნოკონფლიქტისგან იხსნეს საქართველო ! ჩვენი ზომბირებული გონება ვერც იმას ხვდება , რატომ იქნა ე.წ. 30 წლების რეპრესიები წარმოებული , არც კი ვიცით და არც გვინდა გავიგოთ , რომ რეპრესირებულთა დიდი ნაწილი რეალურად ტროცკისტები და ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები იყვნენ , რომლებიც კონკრეტული ბრალდებებით გასამართლდნენ .
ჩვენ ის ერი ვართ ვინც ვერ აცნობიერებს , რას გადაგვარჩინა და რა შედეგი მოგვიტანა რუსეთთან სტრატეგიულმა მოკავშირეობამ . ვერ ვხვდებით , რა სხვაობაა სოციო- კულტურულ გადარჩენასა და უბრალოთ ეთნიკურ გადარჩენას შორის , თუმცაღა რომ არა ქრისტიანულ რუსეთთან მოკავშირეობა , მეეჭვება რომ ეთნიკურად ან ლინგვისტურად გადვრჩენლიყავით , დიდი ალბათობით უბრალოდ გავთურქდებოდით , სახეზე გვაქს თურქი ქართველების თვალსაჩინო მაგალითი , ნაწილი კი გავსპარსელდებოდით , საბოლოო ჯამში კი გადავშენდებოდით როგორც ქრისტიანული ცივილიზაცია და ქართველობასაც დავკარგავდით , რადგან ქართველი უპირველეს ყოვლისა მართმადიდებელთან ფორმულირდება . სწორედ ამ გადარჩენას შესწორეს თავისი დინასტია და ტახტი ბაგრატიონებმა , ჩვენი როგორც ერის გადარჩენას !
ჩვენ ის ერი ვართ ვინც რუსებს დავაბრალეთ ქართული ეკლესიების გადაღებვა , არადა არ იყო ეგრე . რეალურად ნაომარ და დაშანთულ საქართველოში, ქუთაისის და თბილისის გუბერნიებში ეკლესია მონასტრები თითქმის დანგრეული და გადამწვარი იყო , ბევრი მათგანში ფრესკები დაზიანებული იყო , შესაბმისად და მათ რესტავრაციას არაფერი საერთო აქვს რუსიფიკაციასთან .
ჩვენ ის ერი ვართ ვინც პალესტინისა და ათონის მთის ქართული მონასტრების გაყიდა თავის დროზე . დღეს კი მონასტრების გამყიდველთა სულიერი შთამომავლები ხშირად წუწუნებენ რუსების მიერ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში რამოდენიმე ტაძარში კირით შეთეთრებული ქართული ფრესკების გამო. სამწუხაროდ, ასეთივე პათოსითაა შედგენილი სვეტიცხოვლის ტაძრის ისტორია ერთ ქართულ მართლმადიდებლურ ვებ-გვერდზე, მაგრამ აქაც კი ავტორი ფაქტობრივად აღიარებს, რომ ფრესკების კირით შეთეთრება მიზნად არ ისახავდა მათ გაფუჭებას, არამედ ფრესკები მათ შეთეთრებამდე, დროთა განმავლობაში, ძლიერ დაზიანებული იყო და შეკეთებას საჭიროებდნენ. ჩვენ მხოლოდ საყვედურებით შემოვიფარგლებით რუების მიმართ , ხოლო მათი ღვაწლი ისტორიული ქართული ფრესკების რესტავრაციის საქმეში დავივიწყეთ ! მაგალითად , გრიგორი გაგარინის მიერ თბილისის სიონში დახატული ქართველი წმინდანების ფრესკები, მ. ნესტეროვის შემოქმედება აბასთუმანში, იმავე სვეტიცხოველში ი. პიჩის მიერ რესტავრირებული ფრესკები და სხვა მრავალი .
ეხლა ისევ თანამედროვე პოლიტიკურ რეალობას დავუბრინდები , სადაც მკვეთრად იკვეთება , ჩვენი როგორც ერის თვითსუიციდური და ინფანტელური ბუნება . საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დავანგრიეთ და გავაჩანაგეთ საკუთარი ქვეყანა , დაწყებული მძიმე ინდუსტრიიდან დასრულებული მსუბუწი მრეწველობით , ემოციებზე აყოლილრბმა რუსეთის დანგრევის მოლოდინში აფხაზეთი და სამაჩაბლო დავკარგეთ , თვითონ დავიშალეთ და მოვიშალეთ . ჩვენ ვერც პრიბალტიკის ქვეყნების მაქსიმუმს მივაღწიეთ , რაც ნატოს და ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია , რადგან დღემდე ვერ ვაცნობიერებთ , რომ მათგან განსხვავებით სხვა გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ ზონაში ვიმყოფებით . დასავლური ინტეგრაციის მოლოდინში ქვეყანა დაცარიელდა უკიდეგანო მიგრაცია და დემოგრაფიული კატასროფა უკვე არსებული საფრთხეებია .
ჩვენ თურქს , ინდუს , ჩინელს , ირანელს, არაბს და სხვა მრავალ ჩამოსულ მიგრანტს ვადანაშაულებთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში და ეკონომიკურ ექსპანსიაში , ის კი გვავიწყდება , რომ ჩვენსავე მამაპაპისეულ მიწაზე მუშაობა და შრომა არ გვინდა . კი რთულია და ძნლი დღევანდელ მსოფლიოში , ევოლიციის და ტექნოლოგიების ხანაში მწირი ფინანსებით გამართო აგრარულ სექტორი , მაგრამ უცხო მიწაზე გადახვეწას ისევ სჯობს საკუთარ მიწაზე ოფლით მოიპოვო პური .
ჩვენ თითქოს პოსტაბჭოთა სივრცის დემოკრატიის პიონერები და ფლაგმანები ვართ , დასავლეთი ამ მითიური აზრით გვიტენის თავს და ჩვენც გვჯერა , თუ გვინდა დავიჯეროთ – პარალელურ რეალობაში ვცოვრობთ . არადა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან მგონი დიდი ალბათობით მხოლოდ ტაჯიკეთს და ყირგიზეთს თუ ვჯობნით ეკონომიკით , ესეც სათუაო კიდე . მაგალითად მეზობელი სომხეთი საბაჟო კავშირშიცაა , ოდკბ – ს წევრია და პარალელურად წარმატებულ დიპლომატიას ახორციელებს დასავლურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ევროკავშირისგან და ნატოსგან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მაქსიმალურ სიკეთეს იღებს . იგივე პლიტიკას აწარმოებს აზერბაიჯანიც , ამიტომაც როგორც სომხეთის ასევე აზერბაიჯანის აგრალური სექორი და წარმობა წარმატებით ასაღებს თავის პროდუქციას რუსულ ბაზარზე და მილიონობით თავის მოქალაქეს ასაქმებს რუსეთის ფედერაციაში . ანალოგიური სტრატეგია აქვთ არჩეული ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც და ეკონომიურად თავს ჩვენზე უკეთ გრძნობენ . მხოლოდ საქართველო და უკრაინა იქცა “ თავისუფლების “ და “რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ “ ბრძოლის სიმბოლოდ , სწორედ ამ სტატეგიამ მიიყვანა ორივე ქვეყნა დაშლის პირას . და რაც ყველაზე საინტერესოა , ჩვენ იმ ქაქის ჭაობში ვეპატიჟებით და გვინდა ჩავითრიოთ ბელორუსი , ქვეყანა რომელმაც ლუკაშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში შეინარჩუნდა ქვეყნის რელური სუვერენიტეტი , არცერთი სტრატეგიული ობიქტი და მიწის ნაგლეჯის პრივატიზება არ მოუხდენია უცხოელ ინვესტორზე , ქვეყანა სადაც 28 000 საწარმო მუშაობს , სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არცერთი ფაბრიკა და ქარხანა არ გაჩერებულა , ქვეყანა სადაც საშუალო ხელფასი 1500 -2000 რუბლია ( 750-1000ევრო ) , ქვეყანა სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით იკვებებიან , რასაც თვითონ აწარმოებენ და ასეთ ქვეყანას , სრულიად შემდგარ სახელმწიფოს ასწავლიან ჭკუას ჩვენი მედასავლეთე ლიბერალები და პედრიოტები . ეწ. ქართული პოლიტელიტა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი დემოკრატიას და სუვერენიტეტს უწუნებენ ბელორუსიის ხელისუფლებას , სასაცილოა ეს ყველაფერი იმ ფონზე როცა საქართველოს სუვერენიტეტი აშშ შტატის დონეზეც კი არ გააჩნია , სადაც დასავლური დიპკორპუსი მართავს ქვეყანას , სადაც ეწ დემოკრატიული ღირებულებები და დასავლური რეფორმები 9 წელი გამოვცადეთ საკუთარ თავზე და დღემდე ვერ გამოვდივართ “ თავისუფლების ბერმუდის სამკუთხედის “ მორევიდან . ესეთ ქაქში ეპატიჟებით ბელორუსს ?!
ჩვენი ეროვნული ცნობიერების არსს რომ ჩავწვდეთ საჭიროა ქრისტოფორე დე კასტელის ჩანაწერებს გავეცნოთ საქართველოში მოგზაურობის შესახებ ან კიდე სპარსეთის შაჰი აბას – მირზა როგორ აღწერს ქართველებს , სადაც აუცილბლად აღმოვაჩენთ ჩვენი ერის მარადიულ მენტალურ პრობლემას – აკვიატებულ მდგომარეობათა ნერვოზს რაც ილუზიურ იდეალიზმში გამოიხატება , სადაც ქართული ეპოსის პერსონაჟი ნაცარქექია , მითი და რეალობა ერთმანეთში ისეა აზელილი , რომ გონებას გვიბინდებს .
წყარო:
https://www.facebook.com/photo.php?fbid=10216288679143774&set=a.10201066207111487&type=3&theater