რუსეთმა პეტრო პოროშენკოს სანქციები დაუწესა

რუსეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების სია გააფართოვა. რუსეთის ხელისუფლებამ სასანქციო სიაში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო შეიყვანა.

 

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს რუსეთმა სპეციალური ეკონომიკური სანქციები დაუწესა უკრაინაში სამასზე მეტ ფიზიკურ პირსა და 68 იურიდიულ პირს. თავის დროს სასანქციო სიაში რუსეთის მთავრობამ უკრაინის შს მინისტრი, არსენ ავაკოვი და სხვა მაღალჩინოსნები შეიყვანა.

სანქციები რუსეთის ტერიტორიაზე აქტივებისა და ქონების დაბლოკვას ითვალისწინებენ.

“იმედი”