უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტს კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება უკრაინის მართლმადიდებლუი ეკლესიის პრესსამდივნო.
გავრცელებული ცნობით, 91 წლის პატრიარქს კორონავირუსი რუტინული სამედიცინო შემოწმების დროს დაუდგინეს.
ამ დროისთვის, პატრიარქი ფილარეტი საავადმყოფოში გადის მკურნალობას და მისი მდგომარება დამაკმაყოფილებელია.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა COVID-19 ინფიცირების 130 951 შემთხვევა. 2761 ადამიანი გარდაიცვალა, 60 613 გამოჯანმრთელდა.
წყარო: newposts.ge