ულტრა-ლიბერალი გლობალისტების დანერგილმა გლობალურმა “შიშებმა”, გამოიწვია კონსერვატიული ელიტების მოძლიერება- რევაზ კილასონია

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

მასების მართვაზე ვილაპარაკოთ, დრო ისედაც ოხრად გვაქვს))

ყველა ეპოქაში ე.წ. მმართველი ელიტა ცდილობდა მასების მართვას და კონტროლს.
ადრე ეს ხდებოდა ლოკალურ დონეზე.

უმთავრესი იარაღი მასების მართვისა იყო და არის- შიში.

21-ე საუკუნის ტექნოლოგიურმა პროგრესმა და გლობალიზაციის განვითარებამ, მმართველ ელიტებს უბიძგა მასები მართვონ გლობალური მაშტაბით.
მათ დახვეწეს როგორც ერთმანეთთან კომუნიკაციის, ასევე მასების მართვის თანამედროვე საშუალებები.

დღეის მდგომარეობით მათ აქვთ ორი უმთავრესი იარაღი- “კორონა ვირუსი” და “კლიმატური ცვლილებები”.

საიდუმლო არ არის, რომ მედია სივრცეს აკონტროლებენ მთელი მსოფლიოს მაშტაბით, რაც საშუალებას აძლევთ ამ “იარაღების” მეშვეობით საყოველთაო შიში დანერგონ.

აღწევენ ამას?! მე ვიტყოდი დიახ, თუმცა არა 100%-ით.
მათთვის, მათვე შექმნილი ქაოსის მართვაც კი, სრულიად საკმარისია “სასურველი მიზნის” მისაღწევად.

ამ ორ “იარაღზე” საუბრისას, შემდეგი საინტერესო ფაქტი იკვეთება- როგორც “კორონა ვირუსის”, ისე “კლიმატური ცვლილების” “მედროშეები” გლობალურ დონეზე, არიან ულტრა-ლიბერალური განწყობების ელიტები.

თუმცა, ტრამპის გაპრეზიდენტების მერე, იგრძნობა კონსერვატიული ელიტების გავლენის ზრდა/მოძლიერება, რაც მისასალმებელია.

რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას?!

ობამას დროს მიიღეს ე.წ. პარიზის შეთანხმება კლიმატური ცვლილებების შესახებ, (რომელსაც სხვათა შორის საქართველომაც მოაწერა ხელი, ოღონდ ვერ გავიგე ჩვენ რა “ემისიებს” უშვებთ ასეთს )
თუმცა 2017 წელს, ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკამ ეს შეთანხმება დატოვა(ჩვენ ისევ ვრჩებით, ისეთ მძიმე ინდუსტრიას ვაგუგუნებთ ქვეყანაში, რომ))

ხოლო როცა “კორონა ისტერია” დაწყო, თავიდან ტრამპი შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, ისიც კი განაცხადა რომ “თუ ამერიკა წარმოებას გააჩერებს, ამან შეიძლება უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროსო”, მაგრამ ზეწოლა იმდენად დიდი იყო, ბოლოს იძულებული გახდა ქვეყანა დაეკეტა.

ანუ ორივე “იარაღზე”, ფაქტიურად პირდაპირ ამბობს, რომ ეს უფრო მასების მართვის პოლიტ-ტექნოლოგიური საშუალებაა, ვიდრე რეალური საფრთხე.

რას მოვაყოლე ახლა ეს?!

ცხოვრება დინამიურია, ის არასოდეს არ დგას ერთ ადგილას, აქედან გამომდინარე, ულტრა-ლიბერალი გლობალისტების მიერ დანერგილმა გლობალური დონის “შიშებმა”, გამოიწვია კონსერვატიული ელიტების მოძლიერება. მათ შორის მიდის სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლა, შეიძლება ზედაპირზე არ ჩანს ბევრი რამე, მაგრამ სიტუაციის და ფაქტების გაანალიზებით, შეგვიძლია ადვილად დავასკვნათ, რომ ეს ასეა.

პ.ს. მე რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ, არც კორონა ვირუსის და არც კლიმეტური ცვლილებების არსებობას, როგორც ფაქტს, ისინი არსებობენ, თუმცა რა მაშტაბის საფრთხეს წარმოადგენენ სინამდვილეში, ეს მხოლოდ გლობალური მედიასაშუალებების მმართველებმა იციან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ტრამპის მეორედ არჩევას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, მთელი მსოლფიოს მაშტაბით.

წყარო