მოსკოვი 24 საათის განმავლობაში მზად არის ბერლინთან თანამშრომლობისთვის, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნისთან არის დაკავშირებული და გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპერატიულად უპასუხოს რუსეთის მოთხოვნებს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„მინდა შეგახსენოთ, როდესაც რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, მან დასვა კითხვა, არსებობს თუ არა კონკრეტული მონაცემები, რომელთა მიღებას შეძლებდა რუსეთი, რათა შეესწავლა გამოძიებისთვის, მაგრამ მისთვის არაფერი გადაუციათ. დღესაც იგივე ვითარება გვაქვს“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, თუკი ბერლინს სურს ოპერატიულობა, პირველ რიგში, ეს ოპერატიულობა გერმანულმა მხარემ უნდა გამოავლინოს.
“”აიპიენი”