ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია და მარიკა თხელიძე კორონავირუსის ტესტის პასუხს ელოდებიან

ბავშვობის მეგობრები – ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია და მარიკა თხელიძე კორონავირუსის ტესტის პასუხს ელოდებიან.

მომღერლები ნინი ქარსელაძე, მარიკა თხელიძე და თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში ხშირად აქვეყნებდნენ ფოტოებს ბათუმიდან, სადაც როგორც ჩანს, მეგობრებმა ერთად დაისვენეს. ცოტა ხნის წინ კი მომღერლებმა ფოტოები ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან გამოაქვეყნეს. როგორც ჩანს, მათ ეჭვი კორონავირუსზე ჰქონდათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ტესტის გაკეთება ვირუსზე.

უცნობია რა შედეგით დასრულდა ტესტირება. ცნობილია, რომ დღესდღეობით ყველაზე ცხელ წერტილად კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ბათუმი მოიაზრება. ყველაზე მრავალრიცხოვანი ამჟამად საკონდიტრო „დონას“ კლასტერია.
ეპიდემილოგები ბათუმის ჩაკეტვას არ ფიქრობენ, თუმცა მოსახლეობას მასობრივი ტესტირებისკენ მოუწოდებენ და ამისთვის ბათუმსა და ქობულეთში კარვები დგას, სადაც მოქალაქეებს უფასო ტესტირებით შეუძლიათ ისარგებლონ.

“სპუტნიკი”