ივანიშვილის გუნდი არჩევნების წინ მოსახლეობისთვის საბიუჯეტო ვალის ჩამოწერას გეგმავს.
“ქართულ ოცნებას” მზად აქვს კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ვალის ჩამოწერას გულისხმობს. საუბარია 1,5-მილიონ ლარს ჩამოწერაზე.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მსგავსი კანონპროექტის შემუშავება ამომრჩევლის მოსყდად უკვე შეფასდა.
“მგავსი შინაარსის ინიციატივა წინასაარჩევნო პერიოდში ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას. არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს შესაძლებლობა, რომ შესთავაზოს მოსახლეობას გარკვეული შეღავათები. ეს მათ ამყოფებს არასამართლიან მდგომარეობაში მმართველ გუნდთან შედარებით, – განაცხადა “დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა ციმაკურიძემ.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსახლეობას საბანკო ვალები ჩამოაწერა.
“alia”