ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ინფიცირებული გამოვლინდა.
ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად ინფექცია 15 წლის ახალგაზრდას და შუახნის ქალს დაუდგინდათ, რომელთაც კონტაქტი გუშინ დაბა ლაითურში გამოვლენილ შემთხვევასთან 62 წლის ქალთან ჰქონდათ.
15 წლის ახალგაზრდა ლაითურელი ქალის შვილიშვილია, მეორე დაინფიცირებული კი – მეზობელი.
ეპიდემიოლოგები დაბა ლაითურში გადიან და დაინფიცირებულების კონტაქტების მოძიებას გეგმავენ.
“რუსთავი2”