პარლამენტში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხს განიხილავენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავენ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხს. ეს ცვლილებები ითვალისწინებს არასრულწლოვნების გამოკითხვის დროს უფასო იურიდიული დახმარების საკითხის რეგულირებას, კერძოდ, გამოსაკითხ არასრულწლოვან პირს, უფლება აქვს, გამოკითხვის ნებისმიერ ეტაპზე ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით.

პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის კანონში ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს იმ პირთა გადავადების საკითხებს და არეგულირებს, რომლებიც სწავლობენ პროფესიული განათლების კოლეჯში.

ბიურო ასევე იმ საკითხებს განიხილავს, რომლებიც წინა სასესიო კვირაში ვერ მოასწრო პარლამენტმა.

“იმედინიუსი”