თურქეთი კოსოვოს მოუწოდებს, უარი თქვას იერუსალიმში საელჩოს გახსნაზე, რაც, ანკარას განმარტებით, ძირს უთხრის გაერო-ს რეზოლუციას და აზიანებს პალესტინის საკითხს,- ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„მოვუწოდებთ კოსოვოს ხელმძღვანელობას, იმოქმედოს გაერო-ს რეზოლუციის შესაბამისად და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელიც შეარყევს იერუსალიმის ისტორიულ და იურიდიულ სტატუსს და რამაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს მომავალში სხვა ქვეყნების მიერ კოსოვოს აღიარებას ,“- ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, კოსოვო და სერბეთი ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით იერუსალიმში საელჩოებს ხსნიან. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის იერუსალიმში საკუთარი საელჩო მხოლოდ აშშ-სა და გვატემალას აქვს. პალესტინური მხარე იერუსალიმში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების განთავსებას ეწინააღმდეგება და მას საკუთარ დედაქალაქად განიხილავს.
“აიპიენი”