ვიღაცას არ მოსწონს სააკაშვილი და ამის უფლება აქვს, მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც 500-ევროიანი არ მოსწონს- გრიგოლ ვაშაძე

გაგიკვირდებათ და მე ვიცნობ ადამიანს რომელსაც 500-ევროიანი ბანკნოტი არ მოსწონს, – ასე უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ კითხვას ოპოზიციური პარტიების ნაწილი განწყობის შესახებ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე საუბარი არ უნდა იყოს.

 

„ვისაც არ სურს ამ თემაზე მსჯელობა, აქვს კონსტიტუციური უფლება არ იმსჯელოს. ვისაც არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილი აქვს კონსტიტუციური უფლება მას მიხეილ სააკაშვილი არ მოსწონდეს. გაგიკვირდებათ და მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც 500-ევროიანი ბანკნოტი არ მოსწონს“, – განაცხადა ვაშაძემ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაასახელა. საქართველოში დაბრუნების გეგმაზე კი სააკაშვილი დღეს ისაუბრებს.

“იმედი”