აჩი მეფარიძე თავშეყრის შეზღუდვის წინააღმდეგია- ტაძარში და ღამის კლუბებში ვირუსისგან არაფერი გამოწვეულა

„ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ პროფესიით ექიმი და მომღერალი აჩი მეფარიძე პანდემიაზე საუბრობს. ის თავშეყრის ადგილებზე შეზღუდვის დაწესების წინააღმდეგია და ამბობს, რომ ტაძრების მსგავსად, არც ღამის კლუბებიდან არ გავრცელებულა ვირუსი…

 

„ჩემი პირადი დამოკიდებულება და მაყურებლების დამოკიდებულება ასეთია: ახალგაზრდებს სხვა ხედვა აქვთ, მათ ვერ ეტყვი, რომ სადღაც არ შევიდნენ, რომ იქ ღობეა და ასე შემდეგ. ისინი ამ ღობეს გადაანგრევენ.

ყველგან არის დეზინფექციის ხსნარები, რაც შეეხება სოციალურ დისტანციას, არსად არ არის დაცული, არა თუ ბათუმში, არამედ – არც აფთიაქში და არც ქუჩაში, არსად!

რაშია საქმე? როგორ უნ და დაიცვან ადამიანებმა თავი, არ უნდა წავიდნენ კლუბში, ან ცალ-ცალკე უნდა იარონ?

ვხედავთ, რომ არც ტაძარში და არც ღამის კლუბებში ვირუსისგან არაფერი გამოწვეულა, ერთ-ერთ კლუბში მხედველობაში მაქვს 2000 კაცი…  რატომ უნდა შეიზღუდოს თავშეყრა?

ექიმი ვარ და იქ, ბათუმში ვირუსს ვერ აღვიქვამ!“ – ამბობს აჩი მეფარიძე.

“პრაიმტაიმი”