ჩემი გათვლით, მომავალი პარლამენტი იქნება უაღრესად ცუდი და უვარგისი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა “პატრიოტთა ალიანსიდან” ადა მარშანიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თავის თავს მომავალი მოწვევის პარლამენტშ ვერ ხედავს.
“მომავალ პარლამენტში შენ [ბექა ნაცვლიშვილი] თუ მოხვდები, რა ვიცი, არა მგონია, ჩემს თავსაც ვერ ვხედავ იმ პარლამენტში ნამდვილად, რადგან ჩემი დღევანდელი გათვლით, პარლამენტი იქნება უაღრესად ცუდი და უვარგისი. ყოვლად უვარგის პარლამენტს მივიღებთ, ვხედავ უკვე დღევანდელი დღიდან. შენ არ იქნები, არც მე ვიქნები, ამაში დარწმუნებული ვარ და იმ პარლამენტს არ მოუწევს ოთხი წელი მუშაობა, ამასაც ვხედავ აქედანვე…
სამწუხაროდ და საუბედუროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრჯერ მოატყუა მოსახლეობა და იმედი მაქვს, მოსახლეობა სათანადო პასუხს გასცემს, მაგრამ იცი, უბედურება რაშია? ამათ ხელშია ბერკეტები, საარჩევნო რაღაც-რაღაცები და აბსოლუტურად ვხედავ ახლავე, რომ ამას მაქსიმალურად გამოიყენებენ” – აღნიშნა ადა მარშანიამ.
წყარო: ghn.ge