დასავლეთი აწარმოებს აგრესიულ საინფორმაციო ომს ჩვენს წინააღმდეგ- რევაზ კილასონია

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილებს აქვეყნებს:

 

 

 

დასავლეთი აწარმოებს აგრესიულ, საინფორმაციო ომს ჩვენს წინააღმდეგ.

წამყვანი გლობალური მედია საშუალებები, როგორიცაა National geographic, Planet +, Discovery, History(ჰოლივუდზე რომ არაფერი ვთქვათ), განსკაუთრებით კი History-ზე, ფაქტიურად 24 საათი გადის გადაცემები მეორე მსოფლიო ომზე- როგორი სტრატეგები იყვნენ ამერიკელები, როგორი მამაცები ფრანგები და როგორი დიპლომატები ინგლისელები(სიმამამცესთან და სტრატეგოსობასთან ერთად).

საბჭოთა კავშირის დამსახურებაზე მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, მიდის მხოლოდ გაკვრით საუბარი. კურსკის ბრძოლაზე ან სტანლინგრადზეც კი, ისე ყვებიან, თითქოს მსგავს ბრძოლებში ყოვლედღე მონაწილეობდნენ, რაც ისტორიის დამახინჯებაა, სიმართლის დამალვა, ტოტლაური პროპაგანდა.

ვიღაცამ შეიძლება თქვას- “კაცო თუ არ მოგწონს, გადართე სადმე”. არ არის ეგრე, იმდენად გავლენიანები არიან, რომ ფაქტიურად სხვა არჩევანიც არ გვაქვს.

ამ ტოტალიტარულ, ლიბერალურ სივრცეში, სიმართლის საუბარი, უკვე ოცნებად იქცა. გლობალური მედია საშუალებები პროპაგანდის მანქნანაა, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს სამართლიანობასთან.

თუ ასე გაგრძელდა, არც გამიკვირდება, თუ ცოტა ხანში რაღაც გლობალური, მსოფლიო მთავრობის ეგიდით, ჩამოაყალიბონ “გლობალური პროპაგანდის სამინისტრო”, ზუსტად ისეთივე, როგორიც ფუნქციონირებდა მესამე რაიხის პირობებში, რომელსაც ფაშისტი ფანატიკოსი- იოზეფ გებელსი ხელმძღვანელობდა.

წყარო