გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩი ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში დაიბარეს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„დღეს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა, იმისთვის რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო ღრმა შეშფოთება დაფიქსირდეს. სრულიად მიუღებელია, ის ფაქტი, რომ აკრძალული ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული და რუსეთმა უნდა ჩაატაროს სრული, გამჭვირვალე გამოძიება”, – წერს რააბი.
“მოვისმინე, რომ ალექსეი ნავალნი გამოიყვანეს მედიცინაში გამოწვეული კომიდან. იმედი მაქვს, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება”, – დასძინა დომინიკ რააბმა.
მისივე თქმით, ინფორმაცია ნავალნის კომიდან გამოყვანის შესახებ სანუგეშოა და იმედი აქვს, პოლიტიკოსის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
„შვების მომგვრელია ინფორმაცია იმის შესხებ, რომ ნავალნი კომიდან გამოიყვანეს. იმედი მაქვს, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება,“- წერს რააბი.
“აიპიენი”