მცხობელები დარწმუნებულები არიან, რომ პურის გაძვირება გარდაუვალი იქნება.
მწარმოებლებისთვის ფასი ნედლეულზე უკვე აისახა. ფქვილის გაძვირებამ მეწარმეები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. თონეების მფლობელები ამბობენ, რომ დანახარჯი უკიდურესად გაიზარდა. გაძვირებული ნედლეულის გამო კი პურის ფასის შენარჩუნება უჭირთ.
პურის ფასის ბედი ამიერიდან მხოლოდ ქვეყნის შიგნით ვეღარ გადაწყდება. საქართველო 100 პროცენტით რუსულ ხორბალზე გახდა დამოკიდებული. რა ფასს დაადებენ ნედლეულს მეზობელ სახელმწიფოში ეს მხოლოდ მათი სურვილი იქნება. თუმცა, ოკუპანტის გადაწყვეტილება პირველ დარტყმას სწორედ ქართული პურის ფასს მიაყენებს. ბოლო პერიოდში კი რუსულ ბაზარზე ხორბლის გაძვირების ტენდენცია უკვე შეინიშნება.
რუსულ ხორბალსა და ფქვილზე გაზრდილი ფასი პურის ქარხნებისთვის ჯერ არ ასახულა, თუმცა პურპროდუქტების მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ მათი საქმიანობა მსოფლიო ბაზარზეა დამოკიდებული, ჯერ პურის ფასი არ გაზრდილა, თუმცა, ნედლეულის კიდევ გაძვირების შემთხვევაში არსებულ ფასს ვეღარ შეინარჩუნებენ.
საგანგაშო მოლოდინზე საუბრობენ ოპოზიციაში. იმის გამო, რომ ქვეყანა მხოლოდ რუსულ ხორბალზე გახდა დამოკიდებული, ვარაუდობენ, რომ ოკუპანტი ქვეყნისგან ფასის ხელოვნური გაზრდის გარდა, ნედლეულის ღირებულება პოლიტიკური ბერკეტი შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანასთან სავაჭროდ. ეს კი უარყოფითად, პირველ რიგში, მოსახლეობაზე აისახება.
პურის გაძვირება ქვეყანაში ამიერიდან რუსულ ხორბალზე იქნება დამოკიდებული. პირველ მატებას პურის ფასზე მაშინ ელოდებიან, როდესაც რუსული ნედლეული 15 დოლარით გაძვირდება. ბოლო დღეების დაკვირვებით კი, მეზობელ სახელმწიფოში ხორბლის ფასმა 10 დოლარით უკვე მოიმატა.
პურის ფასი 2018 წლის 10 დეკემბერს გაძვირდა. პურზე ფასის მატების მიზეზის დადგენა, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კონკურენციის სააგენტოს დაავალა, თუმცა ბახტაძე ისე წავიდა პრემიერის თანამდებობიდან, რომ სააგენტომ მიზეზის დადგენა ვერ შეძლო.
რატომ გაძვირდა პური 2018 წლის 10 დეკემბერს – წელიწადის და შვიდი თვის შემდეგ, კონკურენციის სააგენტომ დაადგინა. უწყებაში აღნიშნავს, რომ რომ პურის ფასის ზრდას “სისტემური ეფექტი ჰქონდა”.
“მთავარი”