როცა მე გავხდები პრემიერ-მინისტრი, სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა ჩამოვიდეს ქვეყანაში. ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში წვილი ყველამ უნდა შეიტანოს.
“როცა მე გავხდები ქვეყნის პრემიერმინისტრი, დავამთავრებთ ანგარიშსწორებას და რევანშს ამ ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა ჩამოვიდეს ქვეყანაში, მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი, ესაა ჩემი, როგორც გამაერთიანებელი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მთავარი ფუნქცია” – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ოპოზიციურმა გაერთიანებამ “ძალა ერთობაშია” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წარადგინა.
წყარო: ghn.ge