ეს არის ტყუილისა და კრიმინალის ერთობლიობა. ისინი სინამდვილეში საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, რადგანაც სამართლებრივად გამორიცხულია უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას.
მისი თქმით, ეს ადამიანი ჩვეულებრივი დამნაშავეა, რომელსაც პატიმრობამდე მხოლოდ საქართველოში დაბრუნება აკლია.
„დიახ, ის უნდა დაბრუნდეს საქართველოში იმ სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით, რომელიც მის წინააღმდეგ არის სამი ინსტანციის ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი“- აცხადებს დავით მათიკაშვილი.
7 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.